NOTICE
All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.
This site will be closed on June 6th, 2012.
ახალი მოსახლეობა
Free texts and images.
ჩვენ ერთად ვუცდიდით ღამეში თეთრ სანთელს,
ჩვენ ერთად მოვრკალეთ ლოდინი და რიცხვი.
ბედივით გამოჰყვა ჩემს ბინას შარშანდელს
უქმი და უგვანო ცხოვრების სირცხვილი.
ვიღაცა მახინჯი მხიარულ სიცილით
შემოგვხვდა... დაგვიწყო, დაგვიწყო პატიჟი!
ვინ იყო? საიდან? ჩვენ ის ვერ ვიცანით
და ყველა შევყევით შავი დღის ბადეში.
დავბრუენდით ბინაში და დაგვხვდა ცხედარი!
მივაგნეთ სულის კვალს! მე ნატვრას ვეახლე!
ოჰ! დადგა ჩვენი დრო ჩუმი და ნეტარი,
იდუმალ ქვეყნების ვართ ეხლა მოსახლე.