NOTICE

All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.

This site will be closed on June 6th, 2012.

ვეზუვი

Free texts and images.

Jump to: navigation, search

Template:ანონსი

მხოლოდ მთა იგი...
იდგა მთა იგი
დემონის ხელით
მძლავრად ნახატი;
იწვა კლდე კლდეზე,
იდვა ქვა ქვაზე
და იყო მხოლოდ
ქვათა ღაღადი.
ქვას გული არ აქვს
(როგორც შენ არ გაქვს,
ამაოებავ
დაუვიწყარო).
უცებ ქვა გასკდა
და მის სიღრმიდან
ამოჩუხჩუხდა
ცეცხლების წყარო.
ასე, პოეტის
ბედიც: დუმილი
დიდხანს აწვალებს
ქვათა სიმძიმით.
უცებ მოსკდება
გრძნობათ ნაკადი
და სიბნელეში
შედის ციმციმით!

Personal tools