NOTICE
All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.
This site will be closed on June 6th, 2012.
ზამთრის მოტივებიდან
Free texts and images.
ქვეყნად კვლავ მოდის დაფარულთა ფერთა ხსენება,
მტრედისფერ გზებზე უთეთრესი გედით რხეული.
იქ, სადაც მეფობს მისი ძილი და განსვენება,
სიმაღლეების სიზმრებია ზამბახეული.
თოვლზე უთეთრესს, მე არ ვიცი, მას რა დავარქვა.
მისი მოვლენის ზმანებისთვის მეპოვა დარდი,
იყო ახალი ყვავილების ცეცხლთა აქარგვა,
და იგი მხოლოდ ქვეყანაზე დარჩა წარმართი.