NOTICE

All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.

This site will be closed on June 6th, 2012.

იქ, სად მზისფერი ეხვევა ცისფერს …

Free texts and images.

Jump to: navigation, search

Template:ანონსი

იქ, სად მზისფერი ეხვევა ცისფერს,

შემოდგომისგან ალისფერ-ჟღალი,

იფნის შოლტივით მოქნეულ გზისპირს,

გზაჯვარედინზე, დგას ნეკერჩხალი.


იქ მდგარი ეტლი და ნეკერჩხალი

მთაზე აღმართულს შესცქერენ უძოს,

შემოდგომაა, გასცდა მერცხალი

სალოცავად მდგარ მხევლებს უძეოს.


ხე აღმოსავლით შესცქერს სამხრეთის

კორდებს, რომელთაც სიყვითლე შვენის,

სადაც ღუღუნი დგას, როგორც მტრედის,

ისე ხევის და ელექტროდენის.


დუმს ნეკერჩხალი. მან ახალ-ახალ

მოვლენების წინ ბევრი იცადა.

ამ ქვეყანაზე მან რა არ ნახა,

რა გარდატეხა არ განიცადა!


თრთის ნეკერჩხალი, ქვეყნად არვის არ

შვენის ცა მისებრ ზღაპრული გზნებით,

ის სისწორის გზა აჰგავდა ისარს -

ბეთანიიდან სამადლოს გზებით.

Personal tools