NOTICE
All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.
This site will be closed on June 6th, 2012.
მარტონი ვართ
Free texts and images.
ოჰ, რა ტკბილად ეძინება ღამეს მდუმარს და ფერმიხდილს!
მარტონი ვართ, ჩემო კარგო, ყური უგდე ჩემს სუნთქვას ფრთხილს…
ველთა შორის გამოისმა ხმაურობა მშვიდი, წყნარი,
და ყვავილებს ზედ დააკვდა მონავარდე ცელქი ქარი…
ჩუმად გეტყვი, მარტონი ვართ, მივლის ფიქრი ამაზრზენი,
მთელი გულით მე შენი ვარ… სამუდამოდ შენი, შენი…
შემიძლია დაგივიწყო? - მიპასუხე, ამიხსენი,
მთელი სულით მე შენი ვარ… სამუდამოდ შენი, შენი!