NOTICE
All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.
This site will be closed on June 6th, 2012.
მახათა
Free texts and images.
ჩვენ გვაწვალებდა
ძველი მახათა.
განმარტოებით
ხე იდგა მთაზე.
ქარმა გახადა
მას სამოსელი
და იდგა ასე.
და ეკლესიას,
როგორც სამსალა,
გარს ეხვეოდა
ქარი მცურავი.
გადააცალა
ჟამთა დინებამ
მას სახურავი.
როგორც ხე, ისე
ის ეკლესია,
უპატრონოთა
არაკის მსგავსი,
მას შეესია
წამშლელ წამთ გროვა
ათას-ათასი.
და წარიტაცა,
გაშიშვლდა გორა,
მაგრამ ცისკარმა
ნათლად დახატა,
თმა გაუსწორა
და ნათელ შუბლით
ბრწყინავს მახათა.
და ხედავს ძველის -
ძველი მახათა
მისკენ, ვით შორი,
სწორისკენ სწორი,
მტკიცედ ლაღად და
ფრთების სისწრაფით
იწევს სამგორი.