NOTICE

All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.

This site will be closed on June 6th, 2012.

მთავრის ნაამბობიდან

Free texts and images.

Jump to: navigation, search

Template:ანონსი

ვიცი, ცაო გულმავიწყო,
მე ზრუნვა ვარ, შენ - ოცნება,
არ იქნება - არ დავიწყო
ოცნებათა შემოწმება.
ბევრი მხარე მოვიარე, -
ასე იწყებს ამბავს მთვარე, -
მაგრამ საქართველოსთანა
არ მინახავს არსად მხარე.
ბრწყინავს მისი ძველისძველი
უძლეველი მთა და ველი,
მისი წყალი, მისი სივრცე,
მისი შოთა რუსთაველი!
დიდი ხნიდან მალარიით
მოშხამული ატმოსფერა
ახალ ჩაით, ახალ იით
ახლად გააოქროსფერა.
(რუსთაველი მახსოვს ბავშვი,
ოცნებობდა ოქროს ნავში,
მიცქეროდა და თან თრთოდა,
ვით ფოთოლი თრთის ნიავში).
ვიცი, ცაო, ფანტომიდან
ზრუნვა ვარ და შენ - ოცნება,
მრავალ ახალ კარგს მომიტანს
ოცნებათა შემოწმება.
აგერ მძლავრი და ტიტანი
მოჩანს კავკასიის ტანი,
მიჯაჭული აქ იყო და
აქ აეშვა ამირანი!

Personal tools