NOTICE

All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.

This site will be closed on June 6th, 2012.

მშობლიური ეფემერა

Free texts and images.

Jump to: navigation, search

Template:ანონსი


ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს,
ზამთარს ბილიკი დაუტანია...
,,დიდი ხანია? - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ,,დიდი ხანია!

შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
,,ამირანია?” - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!

ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,
ის გული ისევ ჩემი გულია...
,,დაკარგულია? - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ,,დაკარგულია!

გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,
მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი...
ფერების ჭევრი ირევა ბევრი,
ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.

ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბელით
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა,
ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ,
დარიალიდან ზარავდა ზარა.

სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად,
შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო,
მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს,
იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!

შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
,,ამირანია? - კვლავ ვკითხავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!

1915 წ.

Personal tools