NOTICE
All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.
This site will be closed on June 6th, 2012.
ნისლი მთიდან მოდის დაბლა …
Free texts and images.
| ნისლი მთიდან მოდის დაბლა... |
| გალაკტიონ ტაბიძის ლექსი |
ნისლი მთიდან მოდის დაბლა,
ტყე ალერსით მოითაფლა,
აღარა ჩანს ჩვენი უძო,
ხევი ხმაურობამ ჩაფლა.
რას იგონებს ნეტავ ხევი,
მრავალ საუკუნეთ მტევი,
აწ რას ფიქრობს ტყიანი მთა,
გაწოლილი, როგორც დევი.
ალბათ შემოდგომას ელის
ჩაფიქრება მთა და ველის,
მწუხარება ნესტანისა
და ძახილი ტარიელის!
გადმოშვება წვიმის ზუსტის,
გამოკრთომა შუქის სუსტის,
ალბათ შემოდგომას ელის,
ალბათ შემოდგომას უცდის!