NOTICE
All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.
This site will be closed on June 6th, 2012.
ორხიდეები
Free texts and images.
აველ დაღლილი მარმარილოს თლილ კიბეებით -
დარბაზში, სადაც ვისვენებდი ჯერ ისევ დილით;
ორხიდეების მწყობრად იდგა მუქი შლეიფი
განაზებულნი ჩემი ფერმკრთალ სულის სიკვდილით.
ხავერდის კუბო, დათოვლილი თეთრ ზამბახებით
იდგა მდუმარე, მგლოვიარე და დასევდილი.
ოჰ! იგი აქ წევს აბრეშუმის თეთრი ტალღებით…
ამ ყვავილებში დავასვენე ჯერ ისევ დილით.
დაქვრივებული ოთახები ჩუმად სტიროდნენ:
შავი გედივით მაღლა იდგა კუბო პირქუში!
დაქვრივებული ოთახები ჩუმად სტიროდნენ,
ჯერ ისევ გუშინ რომ ხარობდნენ, ჯერ ისევ გუშინ.
მე დავცქეროდი ისრებივით დახრილ წამწამებს,
სამგლოვიარო დოლბანდებად რომ ჩამოვარდა;
გადაეფარა იმის თვალთა უსივრცო ღამეს
და არასდროს არ აიხდება ხელახლა ფარდა.