NOTICE
All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.
This site will be closed on June 6th, 2012.
როგორც მრავალი ვარდების მფენი …
Free texts and images.
| როგორც მრავალი ვარდების მფენი... |
| გალაკტიონ ტაბიძის ლექსი |
როგორც მრავალი ვარდების მფენი,
მას სული ჰქონდა უხვად ციური,
მასში მრავალი იყო შოპენი
და პაგანინი ფანტასტიური.
მას საქართველომ გადაუზნიქა
ვერხვები შორი ალაზანისა
და აი, ახლა მისი მუსიკა
ჩვენი ისლების რხევამ დანისლა.
მშვენიერია ეფექტი მისი
იქ, სადაც სიტყვა თავდება ძველი,
ოდეს თავისი და არა სხვისი
ცრემლებით თვალი უბრწყინავს სველი.