NOTICE
All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.
This site will be closed on June 6th, 2012.
ჩვენი იფნის ტყიდან ისმის …
Free texts and images.
| ჩვენი იფნის ტყიდან ისმის ... |
| გალაკტიონ ტაბიძის ლექსი |
ჩვენი იფნის ტყიდან ისმის
ხმაურობა უძოს ხევის,
გადმოისმის, გადაისმის
ხმა ზვირთების მიმოხვევის.
რაღაც ნაცნობ სიხარულს მგვრის,
უძოს ხევო, ჟღერა შენი,
შინდისიდან ნიავი ჰქრის,
ტყის ფოთლების ამაზრზენი.
მოსვენებას შესთხოვს ვისმეს?
კი, მაგრამ ვის? ჰე, ვის? ჰე, ვის?
აივანზე ტყიდან ისმის
ხმაურობა უძოს ხევის.