NOTICE

All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.

This site will be closed on June 6th, 2012.

ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი …

Free texts and images.

Jump to: navigation, search
ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი...
გალაკტიონ ტაბიძის ლექსი



ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი,

მუხამდე, სადაც კესვის არხია.

რამ ააყვავა სამხრეთ ოსეთი?

დიდი ხნის ძილი რამ შეარხია?

მე მახსოვს გოლვა, სიცხე ზნაურის,

მზის მხურვალებით დამსკდარი მიწა.

ახლა აქ ახალ აურზაურის

ცვლაში მდინარემ გამოიღვიძა.

სულ მაღლა მთებში კელვის ტბა არის, -

ვიყავ მსურველი ადგილთა ნახვის.

იმ ტბიდან მიდის სისწრაფე ქარის,

იმ ტბიდან სწყდება ზვირთი ლიახვის.

იმ ტბიდან, აბა, როგორ არ შვენის

ელსადგურების მზეთა ნათება!

იმ კვერნეთისა და თამარაშენის

ქების თქმა ძალას აღემეტება.

მაინც ვინ არის ამ სამ წყაროსი -

ნედლათის, ტიგვის და ტბეთის გმირი?

ვინ გამოსცვალა კერხვის ტაროსი,

იმ ნაბაკევის ვარვარი მწირი?

ვინ აღძრა ენა დაგროვილ ხე-ტყის

და დაყრუება ვინ შესძრა გრომის?

მსგავს შედარებას აბა ვინ მეტყვის,

რასაც იძლევა დღე ნათელ შრომის?

გზა ვინ გაჰკვეთა ძაუ-სუარის,

აკადემიის ვის მისწვდა შუქი?

მსგავსი მშვენება სადმე თუ არის,

მთებს რომ ლეჩაქი ბურავს მსუბუქი?

ვინ იცის ბუდე უხვი მარაგის,

სად ბინად დადგნენ უბინადრონი?

სოფლის, ქალაქის და აგარაკის

ახლა ვინ არის ბატონ-პატრონი?

ვინ არის, რომ მზედ აქცია თალხი?

ვინ არის ნისლი რომ გაარღვია?

- ხალხი, მარადის უკვდავი ხალხი!

ყოვლის შემქნელი მხოლოდ ხალხია!

მის ძლიერებას ვერ გარდამოხსნის

ამაოება დროებათ ტალღის,

ყოველი სიტყვაც მგზნებარე მგოსნის

ეს არის სიტყვა მგზნებარე ხალხის.

Personal tools